ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. ამ წუთებში მოჰამად ჯავად ზარიფისა და არა აივაზიანის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში, შემდეგ კი რუსეთში იმყოფებოდა.