ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მსოფლიომ ისრაელი უნდა აიძულოს, თავისი ბირთვული არსენალი გაანადგუროს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მსოფლიომ ისრაელი უნდა აიძულოს, თავისი ბირთვული არსენალი გაანადგუროს

მსოფლიომ ისრაელი უნდა აიძულოს, რომ თავისი ბირთვული არსენალი გაანადგუროს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, ექვსი ათწლეულის განმავლობაში ტყუილისა და ბირთვული იარაღის ფარულად წარმოების გათვალისწინებით, ისრაელი უნდა აიძულონ, დაემორჩილოს შემოწმების რეჟიმს, რომელსაც „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ კანონმორჩილი წევრები აკვირდებიან.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმად უნდა გამოაცხადოს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს არ უნდა გაიმართოს.

გაერო-ს 75-ე პლენარულ სხდომას, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, 100-მდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა. სხდომაზე ბირთვული იარაღის სრული აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.