ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავლის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოდის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავლის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოდის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავლის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოდის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც ირანს აქვს საერთო ისრაელთან, არის ის, რომ არცერთს არ სჯერა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის.

„ირანი ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას ყველა პალესტინელის, მათ შორის, ებრაელების, ქრისტიანებისა და მუსლიმების მიერ, რათა გადაწყვიტონ ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავალი ერთი მთავრობის ქვეშ“, – განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანმა.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ღაზაში ძალადობა გაგრძელდება, ამან შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ისრაელისა და „ჰამასის“ ომის გავრცელება გამოიწვიოს, თუმცა თქვა, რომ ირანმა განუცხადა აშშ-ის ოფიციალურ პირებს, რომ არ ემხრობა ომის გავრცელებას რეგიონში.