ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელი ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის მთავარი წყაროა

18:01, 01.08.2023
Iran's Foreign Minister Hossein Amir-Abdollahian gives a press conference in the capital Tehran on November 23, 2022. (Photo by ATTA KENARE / AFP) (Photo by ATTA KENARE/AFP via Getty Images)

Iran's Foreign Minister Hossein Amir-Abdollahian gives a press conference in the capital Tehran on November 23, 2022. (Photo by ATTA KENARE / AFP) (Photo by ATTA KENARE/AFP via Getty Images)

ისრაელი ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის მთავარი წყაროა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თეირანი გმობს ისრაელის თავდასხმებს სირიის ტერიტორიაზე და ამ თავდასხმების გაგრძელებას.

„ჩვენ მიგვაჩნია სირიიდან ამერიკული ძალების და ოკუპანტების დაუყოვნებლივ გაყვანა, როგორც დიდი წვლილი ამ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. წარსული გამოცდილება არსებობს ერებისთვის, განსაკუთრებით ისლამური სახელმწიფოების დასანახად. სიონისტურ რეჟიმთან კომპრომისზე წასვლა არ ემსახურება პალესტინის იდეალებს. ყოველი ნაბიჯი ამ აგრესორ რეჟიმთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიგვიყვანს მხოლოდ ამ რეჟიმის ხელის გათავისუფლებამდე პალესტინელი ერის წინააღმდეგ დანაშაულის გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

მსგავსი