ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის წინააღმდეგ ისრაელის ნებისმიერი სახის შურისძიებას მყისიერი და მკაცრი პასუხი მოჰყვება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის წინააღმდეგ ისრაელის ნებისმიერი სახის შურისძიებას მყისიერი და მკაცრი პასუხი მოჰყვება

ირანის წინააღმდეგ ისრაელის ნებისმიერ შურისძიებას მყისიერი და მკაცრი პასუხი მოჰყვება, –  ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

„რაიმე მიზეზით სიონისტური რეჟიმი თუ მოინდომებს თუნდაც უმნიშვნელო ქმედებების განხორციელებას ჩვენი მიწის, ირანელი ხალხის, ირანის ინტერესების წინააღმდეგ, მას აუცილებლად ექნება გადამწყვეტი და მკაცრი პასუხი. ამ პასუხს კიდევ 12 ან 13 დღე არ დასჭირდება. სიონისტები საათებში კი არა, არამედ წამებში უნდა ითვლიდნენ“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თუ ვინმე გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს ისრაელს ამ დაპირისპირებაში, ირანი ამ ქვეყანას და მის ინტერესებსაც დაუპირისპირდება.