ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანთან, დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.

აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.