ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი და ჩვენ არასდროს ვცდილობდით მის გაფართოებას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი და ჩვენ არასდროს ვცდილობდით მის გაფართოებას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა გასული ოთხი თვის განმავლობაში „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე ომსა და „ჰეზბოლას“ შესახებ ისაუბრეს.

როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აცხადებს, შეერთებულმა შტატებმა თეირანს სთხოვა, რომ მოუწოდოს „ჰეზბოლას“, სრულად არ ჩაერთოს ისრაელის წინააღმდეგ ომში. ამირაბდოლაჰიანმა ასევე გააფრთხილა ისრაელი, არ გადადგას რაიმე ნაბიჯი ლიბანის წინააღმდეგ, რაც უფრო ფართო ომს გამოიწვევს და განაცხადა, რომ თუ ეს მოხდება, ეს იქნება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბოლო დღე.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც სიონისტური რეჟიმი გადადგამს ლიბანზე ფართო თავდასხმისკენ, იქნება ნეთანიაჰუს ბოლო დღე და დაასრულებს სტატუსკვოს რეგიონში. ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებულ მოვლენებს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა პოლიტიკური გადაწყვეტისა. ორი ქვეყანა, ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი და ჩვენ არასდროს ვცდილობდით მის გაფართოებას“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.