ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპელებმა ბირთვულ შეთანხმებაზე ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს
ევროპელებმა ბირთვული შეთანხმება არ გადათელეს, თუმცა საკუთარი ვალდებულებების შესრულებაც ვერ შეძლეს,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მოჰამად ჯავად ზარიფის თქმთ, ირანის ბალისტიკურ რაკეტებზე ევროპელების კრიტიკა მიუღებელია, რადგან არ არიან იმ პოზიციაში, რომ ირანს მოთხოვნები დაუწესონ.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განაცხადებით, ევროპელებს თეირანის მიმართ ბევრი ვალდებულება აქვთ და მათ შესრულებაზე უნდა იზრუნონ.
„თუ მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ სურს, ირანს ხელში ბევრი ვარიანტი ექნება და ხელშეკრულებიდან გასვლა ერთ-ერთია მათ შორის. ფინანსური ღონისძიებების სამუშაო ჯგუფის შავ სიაში ირანის შეყვანა თავიდანვე შეცდომა იყო. ირანის ბალისტიკური რაკეტები თავდაცვითი მიზნებისთვისაა და მხოლოდ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული“, – აღნიშნა ზარიფმა.