ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბენიამინ ნეთანიაჰუ იმ ბიჭს ჰგავს, რომელიც ყვირის, მგელი, მგელიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბენიამინ ნეთანიაჰუ იმ ბიჭს ჰგავს, რომელიც ყვირის, მგელი, მგელიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით, ისრაელის ბრალდებები ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ძველია და მასთან დაკავშირებით წარსულში გაერო-მ ზომები უკვე მიიღო.

Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლა შეაფასა.

ჯავად ზარიფმა ბენიამინ ნეთანიაჰუ შეადარა „ბიჭს, რომელიც ყვიროდა – მგელი, მგელიო“, მის პრეზენტაციას კი ცრუ პროპაგანდა უწოდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს მტკიცებულებები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, მოწმობს, რომ ირანი 2015 წელს დადებული შეთანხმების შემდეგაც აგრძელებს ბირთვულ პროგრამას.

დატოვე კომენტარი