ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-მა ომანში მოლაპარაკების პირველ რაუნდში სერიოზულობა გამოავლინა, შეთანხმება შესაძლებელია, თუ ვაშინგტონი გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ დააყენებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-მა ომანში მოლაპარაკების პირველ რაუნდში სერიოზულობა გამოავლინა, შეთანხმება შესაძლებელია, თუ ვაშინგტონი გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ დააყენებს

შეერთებულმა შტატებმა სერიოზულობა გამოავლინა ომანში მოლაპარაკებების პირველ რაუნდში და შეთანხმება შესაძლებელია მოლაპარაკებების მეორე რაუნდში, თუ აშშ არ დააყენებს გადაჭარბებულ მოთხოვნებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის მზადყოფნამ, დაიწყონ სერიოზული მოლაპარაკებები, რომლებიც ეხება მხოლოდ ბირთვულ საკითხს, სხვა საკითხებში შესვლის გარეშე, შეიძლება პროცესი კონსტრუქციულ მოლაპარაკებამდე მიიყვანოს.

აბას არაღჩის განცხადებით, მოლაპარაკებები აშშ-თან არაპირდაპირ მიმდინარეობს ვაშინგტონის მუქარისა და მაქსიმალური ზეწოლის გამო, თუმცა შეთანხმება არაპირდაპირი დიალოგის საშუალებითაც შესაძლებელია.

„ძალიან კმაყოფილი ვიყავით იმ როლით, რომელიც რუსეთმა შეასრულა ირანის ბირთვული შეთანხმების განხორციელებაში. რუსეთის როლი იყო ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი, რომელიც შეასრულეს ამ წარსულ შეთანხმებაში ჩვენმა რუსმა მეგობრებმა. ჩვენ იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ ნებისმიერ მომავალ შეთანხმებაში რუსეთი გააგრძელებს თავისი დამხმარე როლის შესრულებას. მოხარული ვარ, რომ დღეს ბატონმა ლავროვმა ასეთი გარანტია მომცა“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.