ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ და ნატო ვალდებულები არიან, ავღანეთს კომპენსაცია გადაუხადონ
აშშ და ნატო ვალდებულები არიან, ავღანეთს კომპენსაცია გადაუხადონ. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.
„დემოკრატიასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ომზე მათი საუბრის მიუხედავად, ავღანეთში განვითარებული მოვლენები და ამავდროულად აშშ/ნატო-ს ოფიციალური პირების განცხადებები ადასტურებს, რომ ისინი შეიჭრნენ ავღანეთში მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო, მაგრამ აღნიშნულსაც ვერ მიაღწიეს. ახლა შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს აქვთ მკაფიო ვალდებულება, გადაიხადონ კომპენსაცია“, – განაცხადა ზარიფმა.
For all their talk of democracy & War on Terror, events in Afghanistan & statements by US & NATO officials prove:
They invaded & occupied Afghanistan & elsewhere ONLY to pursue their own interests—but couldn’t even achieve that.
US/NATO now have clear obligation to compensate. pic.twitter.com/ZVG2d7PhyN
— Javad Zarif (@JZarif) August 18, 2021