ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ აშშ-ს საპასუხო წერილი ომანის მეშვეობით გადასცეს 
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ აშშ-ს საპასუხო წერილი ომანის მეშვეობით გადასცეს 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ დაადასტურა, რომ აშშ-ს ომანის მეშვეობით გადასცეს საპასუხო წერილი.

არაღჩიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ უნდა აწარმოონ პირდაპირი მოლაპარაკებები ზეწოლის ქვეშ, მაგრამ აღნიშნა, რომ ღიაა არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენი პოლიტიკა ჯერ კიდევ მდგომარეობს იმაში, რომ არ დავიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები მაქსიმალური ზეწოლისა და სამხედრო მუქარის პირობებში, თუმცა, როგორც ეს იყო წარსულში, არაპირდაპირი მოლაპარაკებები, შეიძლება, გაგრძელდეს“, – აღნიშნა არაღჩიმ.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება.