ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ირანს დაუყოვნებლივი პასუხი ექნება.

როგორც „ენბისისთან“ ინტერვიუში  ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, ისრაელი თუ ირანის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მისი ქვეყნის პასუხი იქნება „დაუყოვნებლივი და მაქსიმალურ დონეზე“.

ამასთან, ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ მინი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც გუშინ ირანის მიმართულებით გაუშვეს, „სათამაშოებივით იყო, რომლებითაც მათი ბავშვები თამაშობენ“.