ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის იდგება სირიელ ხალხთან ერთად
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს ისრაელის სირიაზე თავდასხმებს. ამის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ისრაელმა უნდა დაასრულოს ეს აგრესია.
„გააფთრებული ისრაელის რეჟიმი ზღვარს არ ცნობს. მსოფლიო, რეგიონის ჩათვლით, უნდა გაერთიანდეს მისი უმართავი აგრესიის დასასრულებლად“, – წერს არაღჩი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის იდგება სირიელ ხალხთან ერთად.
Unfortunately, this was all too predictable. Which capital is next?
The rabid Israeli regime knows no bounds and only grasps one language. The world, including the region, must unite to end its unhinged aggression.
Iran supports the sovereignty and territorial integrity of… pic.twitter.com/93kueERy2S
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) July 16, 2025