ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი ვიდრე ისრაელის თავდასხმის ქვეშ იმყოფება, თეირანი არცერთ მხარესთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას

12:45, 20.06.2025
(250225) -- TEHRAN, Feb. 25, 2025 (Xinhua) -- Iranian Foreign Minister Seyed Abbas Araghchi speaks at a joint press conference with Russian Foreign Minister Sergei Lavrov (not in the picture) in Tehran, Iran, on Feb. 25, 2025. Iran will not negotiate over its nuclear program while facing external pressure or sanctions, Iranian Foreign Minister Seyed Abbas Araghchi declared Tuesday during a joint press conference with his visiting Russian counterpart, Sergei Lavrov, in Tehran. (Xinhua/Shadati)

ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი არ აწარმოებს მოლაპარაკებას არცერთ მხარესთან, ვიდრე ირანი ისრაელის თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

ირანელი დიპლომატი დღეს გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა შეხვდეს, სადაც დეესკალაციის საკითხი განიხილონ.

არაღჩი ასევე ირწმუნება, რომ აშშ-ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, თუმცა თეირანმა უარი თქვა ამ წინადადებაზე.

„აშშ-თან მოლაპარაკებების ადგილი არ არის, ვიდრე ისრაელი აგრესიას არ შეწყვეტს“, – განაცხადა მან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევს.

მსგავსი