ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე მაიკ პომპეოს განცხადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე მაიკ პომპეოს განცხადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის საერთაშორისო კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკრობლოგ ტვიტერში 1985 წლიდან დღემდე ირანის მიერ ინიცირებული რვა დიპლომატიური ინიციატივა გამოაქვეყნა.

„კოალიცია მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის“, – წერს მოჰამედ ჯავად ზარიფი.

გუშინ საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მოკავშირეებთან ერთად კოალიციის შექმნას გეგმავს.

დატოვე კომენტარი