ირანის საგარეო – აშშ-ის მიერ რეგიონული ტერიტორიისა და ობიექტების გამოყენება არის აგრესიის აქტი, რაც ირანს სრულ საფუძველს აძლევს, მათ წინააღმდეგ თავდაცვითი ზომები მიიღოს

11:58, 19.11.2026

გაერო-ს 3314-ე რეზოლუციის დანართის მე-3 მუხლის თანახმად, აშშ-ის მიერ რეგიონული ტერიტორიისა და ობიექტების გამოყენება არის აგრესიის აქტი, რაც ირანს სრულ საფუძველს აძლევს, მათ წინააღმდეგ თავდაცვითი ზომები მიიღოს, – ამის შესახებ აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანმა, მეზობლური მოსაზრებებისა და ისლამური უმას ინტერესებიდან გამომდინარე, აქამდე მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა და დარტყმები მხოლოდ ამ ქვეყნებში არსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და აქტივებზე მიიტანა.

ირანმა მოუწოდა რეგიონის მთავრობებს, მიიღონ საჭირო ზომები, რათა ირანის წინააღმდეგ აგრესიული ოპერაციების დაგეგმვის, მომზადებისა და განხორციელების მიზნით აგრესორებს ხელი შეუშალონ საკუთარი ტერიტორიების, ბაზებისა და ობიექტების გამოყენებაში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის ტერორისტული არმიის აგრესიული ქმედებები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ირანის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ განხორციელდა.

მსგავსი