ირანის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმის გამო საბერძნეთის პოლიციამ 47 წლის ირანელი დააკავა

11:11, 03.04.2018

საბერძნეთის პოლიციამ 47 წლის ირანელი დააკავა, რომელიც ირანის საელჩოს ორ თანამშრომელს ცივი იარაღით დაესხა თავს.

ინციდენტი 28 მარტს მოხდა. დღის მეორე ნახევარში აღნიშნული პირი საელჩოში მივიდა, ორ თანამშრომელს დანით დაესხა თავს და დაჭრა.

პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი