ირანის სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოავლინეს ისრაელთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობას გეგმავდა
ირანის სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოავლინეს ისრაელთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობას გეგმავდა

ირანში აცხადებენ, რომ გამოავლინეს ისრაელთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობას გეგმავდა. როგორც „როიტერი” წერს, აღნიშნულის შესახებ ირანის სადაზვერვო სამსახურში განაცხადეს.

„ამ ქსელის წევრები ეკონტაქტებოდნენ მოსადს მეზობელი ქვეყნის საშუალებით და ირანში შემოვიდნენ ერაყის ქურთისტანის რეგიონიდან თანამედროვე აღჭურვილობით და ძლიერი ასაფეთქებლებით”, – ნათქვამია სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში.

სადაზვერვო სამსახურში არ განუცხადებიათ, თუ რამდენი პირი დააკავეს და არ გაუმხელიათ მათი ეროვნება. სამსახურში აღნიშნეს, რომ დაკავებულები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ლოკაციებზე საბოტაჟის და ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.

„როიტერის” ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებისგან.