ირანის რვა მოქალაქეს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ირანის რვა მოქალაქეს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირანის რვა მოქალაქეს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა, ჰოსეინ ისმაილმა გაავრცელა.

როგორც ირანის სახელმწიფო სააგენტო იუწყება, ირანის რვა მოქალაქეს ბრალად წაუყენეს აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ირანის უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ „დაპატიმრებულმა პირებმა ირანის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე შეუქმნეს“.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, საუბარია რვა ეკოატივისტზე, რომლებიც ირანში 2018 წელს დააკავეს.

ირანული მედიის ცნობით, დაპატიმრებულების ნაწილს, ირანის მოქალაქეობასთან ერთად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაც აქვთ.