„ირანის რევოლუციური გვარდიის“ მაღალჩინოსანი – ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე ირანის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

17:42, 07.10.2026

ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე ირანის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ „ირანის რევოლუციური გვარდიის“ მაღალჩინოსამა, მოჰამად რეზა ნაღდიმ განაცხადა.

ნაღდიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანის ძალები გააგრძელებენ სრუტის ჩაკეტვას იმ გემებისთვის, რომლებიც მასში გავლას ირანის ნებართვის გარეშე შეეცდებიან.

„ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და შეიარაღებულ ძალებს მასზე სრული კონტროლი აქვთ. ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვიდრე ირანის კანონიერი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ნაღდიმ.

პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ სრუტე ღიაა და ნავთობის ნაკადები თითქმის ომამდელ დონეს დაუბრუნდა.

მსგავსი