ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი - ირანი აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ მუქარას უპასუხებს
ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი - ირანი აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ მუქარას უპასუხებს

ირანი აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ მუქარას უპასუხებს, – ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სალამიმ განაცხადა.

„ჩვენ გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირებისგან მომდინარე მუქარები, ვეუბნებით მათ, რომ უკვე გამოგვცადეს და ახლა ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, არცერთი მუქარა არ დარჩება უპასუხოდ“, – განაცხადა სალამიმ.

ამასთან, ირანის წარმომადგენელმა გაერო-ში, ამირ საედ ირავანმა განაცხადა, რომ თეირანი უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას მის ტერიტორიაზე, მის ინტერესებზე ან ირანის მოქალაქეებზე მის საზღვრებს გარეთ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, როგორ უპასუხოს იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, რომლის შედეგადაც ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, სულ მცირე, 40 კი დაშავდა. ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.