„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიიდან ირანზე თავდასხმა თუ მოხდება, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოება შეწყდება
ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს ნავთობწარმოების შეწყვეტით ემუქრება, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ აეროკოსმოსური ძალების ხელმძღვანელი მაჯიდ მუსავი აცხადებს, რომ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიიდან ირანზე თავდასხმა თუ მოხდება, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოება შეწყდება.
„სამხრეთელმა მეზობლებმა უნდა იცოდნენ, თუ მათი გეოგრაფია და ობიექტები მტრის სამსახურში ჩადგება და ირანელი ხალხის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მაშინ ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, – განაცხადა მუსავიმ.