„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში წვრთნები დაიწყეს

16:00, 16.02.2026

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში საზღვაო წვრთნები დაიწყეს. წვრთნების სახელწოდებაა „ჰორმუზის სრუტის გონივრული კონტროლი“ და გენერალ-მაიორ მოჰამად პაკპურის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს.

წვრთნების ფარგლებში საფრთხეებზე საპასუხო სამხედრო მოქმედებების სცენარებს ამუშავებენ.

ირანული მედიის თანახმად, წვრთნების მიზანია საზღვაო ოპერატიული დანაყოფების მზადყოფნის შეფასება.

მსგავსი