ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ჯერ – ერთი, შემდეგ კი მეორე აფეთქება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ქერმანში, ცერემონიის დროს მოხდა, რასაც, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაიჭრა.

როგორც „როიტერი“ წერს, ზოგიერთი ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით კი, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქებები.