„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელი - ირანელ ჯარისკაცებს ხელი ჩახმახზე აქვთ
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელი - ირანელ ჯარისკაცებს ხელი ჩახმახზე აქვთ

ირანელ ჯარისკაცებს ხელი ჩახმახზე აქვთ, – ამის შესახებ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა, მოჰამად პაკპურმა განაცხადა.

ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, არ გააკეთონ მცდარი გათვლები, წინააღმდეგ შემთხვევაში „უფრო მტკივნეული და სინანულის გამომწვევი“ ბედი ელოდებათ.

„ჩვენ ვაფრთხილებთ კრიმინალურ, ბოროტ და ანტიადამიანურ მტრებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს და ყალბ და რასისტულ სიონისტურ რეჟიმს, ისწავლონ ისტორიული გამოცდილებიდან და ის, რაც მათ 12-დღიან ომში გადაიტანეს, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი შეცდომა“, – აღნიშნა მოჰამად პაკპურმა.