„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში 24-მა გემმა გაიარა

17:47, 02.06.2026

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში 24-მა გემმა გაიარა. მედიის ცნობით, ხომალდებს მარშრუტის გავლის ნებართვა „გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებთან კოორდინაციით მიეცათ.

„ჰორმუზის სრუტის კონტროლი ძალის გამოყენებით განხორციელდება და ბოროტი უცხოელების ადგილი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში არ იქნება“, – ნათქვამია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2026 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც აშშ და ისრაელი ირანს დაესხნენ თავს, თეირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა და ყოველდღიურად მასში გავლას მხოლოდ რამდენიმე ხომალდი ახერხებს. აშშ-მა ჰორმუზის სრუტის დაკეტვას ირანის საზღვაო ბლოკადის დაწესებით უპასუხა.

მსგავსი