„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – დიდი ბრიტანეთი აშშ-ს ირანთან ომში მხარს თუ დაუჭერს, ის სამიზნე გახდება

00:44, 26.07.2026

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე“ გახდება, თუ ის ირანთან ომში შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ს სამხედრო კონფლიქტში დაუჭერენ მხარს, ირანის მხრიდან ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლებიან.

მისივე განცხადებით, აშშ-მა ცოტა ხნის წინ თავდასხმებისთვის დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზები გამოიყენა.

მსგავსი