ირანის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა
ირანის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თეირანთან ახლომდებარე ქალაქ ბაღერშაჰრში, სეფაჰან ბორენის ქარხანაში მოხდა.
ქაჰრიზაკის ოლქის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ აფეთქება თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია, რადგან ქარხანაში ჟანგბადის ავზები გაივსო.
ოლქის მმართველის განცხადებით, აფეთქებამ ზიანი მიაყენა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მანქანის ნაწილების კომპანიის შენობას.
გასული ორი კვირის განმავლობაში, ირანში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რამაც ეჭვები გააჩინა, რომ ეს შესაძლოა საბოტაჟის შედეგი იყოს. აფეთქება მოხდა ქალაქ აჰვაზში მდებარე ელექტროსადგურზე, ასევე ნეთენზის ბირთვულ კომპლექსში.