ირანის ქალაქ შირაზში შიიტ მუსლიმთა სალოცავზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ირანის ქალაქ შირაზში შიიტ მუსლიმთა სალოცავზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ირანის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ერთი ადამიანი უკვე დაკავებულია. სალოცავი ტერიტორია უშიშროების ძალებმა მალევე გადაკეტეს.
შეიარაღებული თავდასხმა დღის მეორე ნახევარში განხორციელდა. თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, თავდასხმა ტერორისტებმა განახორციელეს, თუმცა აღნიშნულზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.