ირანის პრეზიდენტმა პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ირანის პრეზიდენტმა პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ამიერიდან, ირანისთვის ტერორისტების რიცხვში მოიაზრება აშშ-ის თავდაცვის უწყება, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ინსტიტუტები.

ირანის პრეზიდენტამდე კანონპროექტი ირანის კონსტიტუციის მცველთა საბჭომ დაამტკიცა, რომელიც კანონპროექტებს ქვეყნის კონსტიტუციის და ისლამური ნორმების შესაბამისად განიხილავს.

გარდა ამისა, კანონპროექტი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში მყოფი „ალ-ქუდსის“ ძალების გაძლიერებისთვის 200 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად ირანის პარლამენტმა 7 იანვარს გამოაცხადა. ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას ირანის შურისძიება მოჰყვება.