ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად ევროპის სახელმწიფოებს დამატებით ორი თვე მისცა
ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად ევროპის სახელმწიფოებს დამატებით ორი თვე მისცა

ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად ევროპის სახელმწიფოებს დამატებით ორი თვე მისცა.

ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის განცხადებით, ქვეყანა ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემცირების მესამე ეტაპს ორ დღეში გამოაცხადებს, რომლის ეფექტი მნიშვნელოვანი იქნება. ირანის პრეზიდენტის თქმით, მესამე ეტაპის გამოცხადების შემდეგ, ამოცანების შესასრულებლად ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაცია საქმიანობას დააჩქარებს.

„სამწუხაროდ, სამი ჯგუფი: ექსტრემისტები, სიონისტები და ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ძალები თეთრ სახლში დომინირებენ. მიზეზი, რის გამოც ამერიკელები ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდნენ არის ის, რომ თეთრ სახლში ამ სამმა ჯგუფმა გაიმარჯვა“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.