ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ყოფნა სირიაში პრობლემებს ამწვავებს და მდგრადი მშვიდობის მიღწევას აფერხებს
ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ყოფნა სირიაში პრობლემებს ამწვავებს და მდგრადი მშვიდობის მიღწევას აფერხებს

იდლიბის პროვინციაში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლამ მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დააზარალოს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, თეირანში გამართულ სამმხრივ სამიტზე განაცხადა. ჰასან როჰანის თქმით, იდლიბში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებელი მისიის შემადგენელი ნაწილია.

ირანის პრეზიდენტმა ისრაელს სირიის ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდა და სირიაში აშშ-ის სამხედრო კომპონენტის არსებობა გააკრიტიკა.

„აბსოლუტურად ცხადია, რომ სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალები უკანონოდ იმყოფება. აშშ-ის ყოფნა სირიაში პრობლემებს ამწვავებს და მდგრადი მშვიდობის მიღწევას აფერხებს“, – თქვა ჰასან როჰანიმ.

თეირანში სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. სამმხრივი სამიტის ფორმატში, ლიდერებმა ასტანის ფორმატის ფარგლებში სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელეს.