ირანის პრეზიდენტი - თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს
თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საქმეები ამ მოლაპარაკებების გამო არ ჭიანურდება და არ ჩერდება.
ირანის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ქვეყნის სულიერ ლიდერს, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის, რომელმაც განაცხადა, რომ ირანის არცერთი ინდუსტრიული, ეკონომიკური, მშენებლობასთან დაკავშირებული ან კულტურული საქმე არანაირად არ არის დამოკიდებული აშშ-თან მოლაპარაკებებზე.