ირანის პრეზიდენტი თეირანის მიმართ საყვედურის გამო დასავლეთს აფრთხილებს
ირანის პრეზიდენტი თეირანის მიმართ საყვედურის გამო დასავლეთს აფრთხილებს

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დასავლეთს აფრთხილებს თეირანის მიმართ საყვედურის გამოთქმის გამო.

„ირანისგან კონსტრუქციული რეაგირების მოლოდინი აზრს მოკლებული იქნება საერთაშორისო ატომური სააგენტოს მხრიდან კონტრპროდუქტიული მიდგომის ფონზე. კონტრპროდუქციული ზომები მოლაპარაკების გზაზე ბუნებრივი დაბრკოლებაა“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. კერძოდ, ძველ, არადეკლარირებულ ობიექტებზე აღმოჩენილ ურანის კვალთან დაკავშირებით განმარტებებთან მიმართებაში და მონიტორინგისთვის საჭირო აღჭურვილობაზე დაუყოვნებლივ წვდომასთან დაკავშირებით, რომლითაც სააგენტო შეძლებდა ირანის ბირთული პროგრამისთვის თვალის დევნებას.

ანგარიშის ფონზე, აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, მოითხოვონ თუ არა რეზოლუციის მიღება, რომელიც ზეწოლას განახორციელებს ირანზე.