ირანის პრეზიდენტი – სპარსეთის ყურის ქვეყნებს რეგიონის უსაფრთხოების დაცვა დამოუკიდებლად შეუძლიათ

18:26, 14.08.2019

სპარსეთის ყურის ქვეყნებს რეგიონის უსაფრთხოების დაცვა დამოუკიდებლად შეუძლიათ და ამისთვის უცხო ძალები საჭირო არ არის, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა.

ჰასან როჰანის თქმით, სპარსეთის ყურესთან ერთად საუბარი შეეხება ორმუზის სრუტეს და ომანის ზღვას. ირანის პრეზიდენტი სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო-საპატრულო მისიის ინიციატივას ეწინააღმდეგება.

რეგიონში აშშ-მა ბრიტანეთთან ერთად საზღვაო უსაფრთხოების მისია მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა გასულ თვეში ბრიტანეთის დროშით მცურავი გემი დააკავა. ერთი კვირით ადრე, ბრიტანეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის ტერიტორია გიბრალტარში ირანის ნავთობის გადამტანი ტანკერი დააკავეს. გიბრლატარში მაშინ თქვეს, რომ გემს ნავთობი სავარაუდოდ სირიაში მიჰქონდა, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაა.

მსგავსი