ირანის პრეზიდენტი სომხეთსა და ბელარუსს ეწვევა, ასევე ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი უახლოეს დღეებში სომხეთსა და ბელარუსს ეწვევა, თვის ბოლოს კი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის განცხადებით, ფეზეშქიანი სომხეთსა დ ბელარუსში ორდღიანი ვიზიტით 18 აგვისტოს გაემგზავრება. ვიზიტის მიზნებს შორისაა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, კერძოდ, ვაჭრობის სფეროში. ასევე ხელი მოეწერება გარკვეულ დოკუმენტებს.
პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ ფეზეშქიანის ვიზიტი სომხეთსა და ბელარუსში ივნისის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო.
რაც შეეხება ჩინეთში ვიზიტს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი 31 აგვისტოს-პირველ სექტემბერს გაიმართება.