ირანის პრეზიდენტი - სირიის ბედი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საგარეო ჩარევის გარეშე
ირანის პრეზიდენტი - სირიის ბედი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საგარეო ჩარევის გარეშე

ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს სირიის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სირიის ბედი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საგარეო ჩარევის გარეშე. შეერთებული შტატების საოკუპაციო ჯარების არალეგიტიმური ყოფნა სირიის დესტაბილიზაციას ახდენს. სირიის ძლიერი ჯარის არსებობა ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებას“, – აღნიშნა რაისიმ.