ირანის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამს
ირანის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამს

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამს.

როუჰანის განცხადება ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სალომე ზურაბიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში ჰასან როუჰანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირანის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ თეირანი და თბილისი დაეყრდნობიან ირანისა და საქართველოს კულტურულ და ისტორიულ კავშირებს, გამოიყენებენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ შესაძლებლობებს და გააღრმავებენ ურთიერთობებს.