ირანის პრეზიდენტი - საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან ირანის თანამშრომლობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოასწორებს ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებს
ირანის პრეზიდენტი გაერო-ს ბირთვული ენერგიის მარეგულირებელ ორგანოს მოუწოდებს, ირანთან თანამშრომლობა თუ სურს, „ორმაგი სტანდარტებით“ მუშაობა შეწყვიტოს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის სახელწმიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასულ კვირას პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მიიღო კანონი, რომელიც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობას აჩერებს.
IAEA-მ განაცხადა, რომ ირანიდან ბოლო ინსპექტორები გაიყვანა.
„ირანის თანამშრომლობის გაგრძელება სააგენტოსთან (IAEA) დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოასწორებს ეს უკანასკნელი ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებს“, – ციტირებს სახელმწიფო მედია პეზეშკიანის სიტყვებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან სატელეფონო საუბრისას.