ირანის პრეზიდენტი რეგიონში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების წინააღმდეგია

15:10, 22.09.2019

ირანის პრეზიდენტი რეგიონში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების წინააღმდეგია. როგორც ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რეგიონში უცხოელი სამხედროების განთავსებას მუდამ თან ახლავს „ტკივილი და უბედურება“. ირანის ლიდერის თქმით, უახლოეს ხანში გაერო-ში ახალ სამშვიდობო ინიციატივას წარადგენს.

შეგახსენებთ, მანამდე ირანი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური დაიმუქრა, რომ ირანი „ნებისმიერ აგრესორს გაანადგურებს“.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე დრონებით თავდასხმა მოაწყეს. აშშ-ი და საუდის არაბეთი მომხდარში ირანს ადანაშაულებენ.

მსგავსი