ირანის პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რელიგიური ცერემონიების დროს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან

23:08, 25.07.2020

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მოქალაქეებს მოუწოდებს, რელიგიური ცერემონიების დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან.

მუსლიმები მთელ მსოფლიოში ამჟამად ყურბან-ბაირამს ზეიმობენ. ბაირამის ერთ-ერთ რიტუალი ცხვრის შეწირვა და ხორცის ღარიბებისთვის დარიგებაა. წელს ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა ხორცი შეფუთული სახით დაარიგონ.

ირანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 288 839 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 15 485 ინფიცირებული.

მსგავსი