ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი თეირანში აქციას შეუერთდა, სადაც აშშ-ისა და ისრაელის ქმედებები დაგმეს
ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი თეირანში აქციას შეუერთდა, სადაც აშშ-ისა და ისრაელის ქმედებები დაგმეს

თეირანში აშშ-ისა და ისრაელის ქმედებების დასაგმობად დემონსტრაცია გაიმართა, რომელსაც ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი შეუერთდა.

როგორც „სიენენი“ წერს, აქციაზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ირანის დროშები და ბანერები წარწერებით: „ძირს აშშ, ძირს ისრაელი“, „ირანი ჩვენი სამშობლოა“.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-მ „თავისი აგრესიისთვის პასუხი უნდა მიიღოს“.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ისრაელის დარტყმების შედეგად 430 ადამიანია დაღუპული, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ირანის დარტყმების შედეგად დაღუპულია 24 ადამიანი.