ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

16:46, 18.08.2025

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში ირანის პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.

ირანის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სომხურ-ირანული ბიზნესფორუმია დაგეგმილი.

ამასთან, ცნობილია, რომ სომხეთის შემდეგ ირანის პრეზიდენტი ბელარუსსა და ჩინეთში ჩასვლას გეგმავს.

მსგავსი