ირანის პრეზიდენტი - ისრაელის ქმედებებმა გადაკვეთა წითელი ხაზები, რამაც შესაძლოა, ყველა აიძულოს, ზომებს მიმართონ
ირანის პრეზიდენტი - ისრაელის ქმედებებმა გადაკვეთა წითელი ხაზები, რამაც შესაძლოა, ყველა აიძულოს, ზომებს მიმართონ

ისრაელის ქმედებებმა გადაკვეთა წითელი ხაზები, რამაც შესაძლოა, ყველა აიძულოს, რომ ზომებს მიმართონ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა.

„ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი განაგრძობენ ისრალის ფართო მხარდაჭერას. აშშ-მა გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე“, – წერს ირანის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

„წინააღმდეგობის ღერძი“ გულისხმობს ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ქსელს ახლო აღმოსავლეთში, რომლის ნაწილი „ჰამასიც“ არის.