ირანის პრეზიდენტი - ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს
ირანის პრეზიდენტი - ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს

ირანმა მკაცრად დაგმო ისრაელის საჰაერო თავდასხმები ლიბანზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს.

ფეზეშკიანი აცხადებს, რომ დასავლეთი მოუწოდებდა ირანს, არ მოეხდინა საპასუხო თავდასხმა ისრაელზე, რათა არ შეეშალა ხელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებისთვის.

„ჩვენ შევეცადეთ, არ გვეპასუხა. ისინი მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვერასდროს მივაღწიეთ ამ მიუწვდომელ მშვიდობას“, – განაცხადა ფეზეშკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 274-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 21 ბავშვი. დაშავებულია, სულ მცირე, 1024 ადამიანი.