ირანის პრეზიდენტი - ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის დედა, ირანთან ომი კი, ყველა ომის დედაა
ირანის პრეზიდენტი - ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის დედა, ირანთან ომი კი, ყველა ომის დედაა

ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის დედა, ირანთან ომი კი, ყველა ომის დედაა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ჰასან ​რუჰანის თქმით, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან მოლაპარაკება სურს, მაშინ მათ ყველა სანქცია უნდა გააუქმონ. რუჰანი აღნიშნავს, რომ ირანს ნავთობის ექსპორტის საშუალება უნდა მიეცეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება დატოვა. ამის შემდეგ აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფსაც.

დატოვე კომენტარი