ირანის პრეზიდენტი - ირანს სურს, აზერბაიჯანთან ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გააფართოოს ორმხრივი ინტერესების ფარგლებში
ირანს სურს, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გააფართოოს ორმხრივი ინტერესების ფარგლებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის წერილში, რომელიც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა.
ირანის პრეზიდენტმა ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, გაზის სფეროში ერთობლივი პროექტების დაჩქარების, ასევე ორმხრივი ვაჭრობისა და ხალხთა შორის ურთიერთქმედების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ რეგიონული სატრანზიტო მარშრუტები უნდა გაიხსნას ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე, რასაც, მისი თქმით, შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.