ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა „ილუზიაა“, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ურანის გამდიდრება ირანის ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
„ბირთვული შესაძლებლობები ჩვენი მეცნიერების გონებაშია და არა ჩვენს ობიექტებში. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბირთვული იარაღის ფლობას. ეს ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური, ადამიანური და სტრატეგიული პოზიციაა“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა ირანის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც არ ჩამოართმევს მას ურანის მშვიდობიანი მიზნით გამდიდრების უფლებას, მაგრამ დაადასტურა, რომ „ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებები ორმხრივად მომგებიანი ლოგიკით უნდა წარიმართოს“.
მასუდ ფეზეშქიანმა ასევე დაადასტურა ისლამური რესპუბლიკის მზადყოფნა, ანალოგიურად უპასუხოს ისრაელის რეჟიმის მიერ ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ახალ აგრესიას.