ირანის პრეზიდენტი - ირანი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ომის დასრულებას რუსეთსა და უკრაინას შორის
ირანი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ომის დასრულებას რუსეთსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში და მსოფლიოში უსაფრთხოება მრავალმხრივ თანამშრომლობას და ერთმანეთის მოსმენას უნდა დაფუძნოს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მიესალმება მშვიდობასა და სტაბილურობას. გვჯერა, რომ მშვიდობა რეგიონში და მთელ მსოფლიოში უნდა აშენდეს თანამშრომლობაზე, სანდო და საერთო განვითარებაზე. ამ ჩარჩოში ირანი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის და იმედოვნებს, რომ შედეგი იქნება გამძლე და შექმნის საფუძველს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯებესებლად.
ირანი ასევე იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევა დასრულდება შეთანხმებით რუსეთს და უკრაინას შორის და ნუგეშს მისცემს კრიზისით გამოწვეულ ადამიანურ ტანჯვას. ირანი მიესალმება თავდაცვითი პაქტის დადებას საუდის არაბეთს და პაკისტანს შორის, როგორც ყოვლისმომცველი რეგიონული უსაფრთხოების სისტემის დაწყებას. ირანი გმობს ისრაელის რეჟიმის კრიმინალურ აგრესიას კატარის წინააღმდეგ, რომლის შედეგად რამდენიმე პალესტინელი და კატარელი დაიღუპა და სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს კატარის მთავრობას და ხალხს. ნამდვილი უსაფრთხოება ვერ მიიღწევა ძალის გამოყენებით, არამედ ნდობის შექმნით, ურთიერთპატივისცემით, რეგიონული დაახლოებით და მულტილატერალიზმით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
მასუდ ფეზეიანმა ასევე ისაუბრა მსოფლიო რელიგიების სწავლების მთავარ ასპექტზე.
„ყველა ღვთაებრივი რელიგიის და ადამიანური სინდისის საფუძველი არის ეს ოქროს მაქსიმა, რომ რასაც შენთვის არ მოიწონებდი, სხვებისთვისაც ნუ მოიწონებ. იესო ქრისტემ ერთხელ თქვა, სხვებს ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ. ისლამის წინასწარმეტყველმა თქვა: „არცერთი თქვენგანი არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე, ვიდრე არ ისურვებს სხვებისთვის იმას, რასაც ისურვებს საკუთარ თავისთვის“. აღმოსავლეთის ტრადიციაში ცენტრალური სწავლება ძალიან პრინციპულია და ეთიკის სეკულარული სკოლები, რომლებიც ეფუძნება მსჯელობის სინდისს, იმავე დასკვნამდე მივიდნენ“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.